სოციალური ქსელები და მედია

თეა წულუკიანი-იწყება ახალი ფაზა პარტიის განვითარებაში

Nusagi

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, ქართული ოცნება თავისი განვითარების გადამწყვეტ ეტაპზე დგას.

“იწყება ახალი ფაზა პარტიის განვითარებაში, რომელიც იმედი მაქვს გააძლიერებს არამხოლოდ პარტიის მმართველ რგოლებს, ​არამედ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენს პარტიულ აქტივს, ამომრჩევლებს და შთაბერავს ახალ სულისკვეთებას მათ, ვინც 2012 წლის პირველ ოქტომბერს ამ პარტიის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი”, – თქვა წულუკიანმა.

დევნილთა მინისტრის სოზარ სუბარის თქმით კი ივანიშვილის დაბრუნებით ცვლილებები არ იგეგმება.

ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე გახდება. პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ამ შეთავაზებას დათანხმდა. ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ უახლოეს ყრილობაზე უყრიან კენჭს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,692 ნახვა
%d bloggers like this: