უცხოური მედია

კონჩიტა ვურსტი დროებით კაბების ტარებაზე უარს ამბობს

Nusagi

ავსტრალიელი მომღერალი ტომ ნოივირტი, რომელიც ცნობილია სახელით კონჩიტა ვურსტი, დროებით კაბების ტარებაზე უარს ამბობს. ამის შესახებ მან გამოცემა The Independent-თან ინტერვიუს დროს ილაპარაკა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ იცვამს ის ამ ბოლო დროს კაბას, მან თქვა, რომ იმიჯის შეცვლა გადაწყვიტა. “იმას ვაკეთებ, რისი კეთებაც მინდა. ამჟამად მინდა, რომ უფრო მამაკაცურად გამოვიყურებოდე”, – განაცხადა მომღერალმა.

კონჩიტას თქმით, მისი ამჟამინდელი იმიჯი უფრო მეტად ჰგავს “ჩვეულებრივ ტომის, რომელსაც ქუჩაში ვერავინ ცნობს”.

“მე მაბედნიერებდა ჩემი ქალური მხარე ბოლო 10 წლის განმავლობაში. დიდი სიხარული იყო “ევროვიზია” და ყველაფერი რაც მას მოჰყვა. მივხვდი, რომ პერსონაჟსს, რომელიც შევქმენი, უდიდესი პოტენციალი აქვს. მე ოქროსკაბიანი დივათი დავიწყე კარიერა და ახლა უფრო წვერიანი და ჩექმებიანი მომღერალი ვარ”, – ამბობს ნოივირტი.

შეგახსენებთ, რომ კონჩიტამ საჯაროდ განაცხადა , ის შიდსით არის დაავადებული. მომღერლის თქმით,  ამ დიაგნოზით უკვე მრავალი წელია ცხოვრობს. კონჩიტას განმარტებით, მას ამ თემაზე საჯაროდ საუბარი არ სურდა, თუმცა ყოფილი პარტნიორი ემუქრებოდა, რომ ამ ამბავს გამოააშკარავებდა.

2014 წელს უცნაური იმიჯის მქონე კონჩიტამ ევროვიზიის კონკურსი მოიგო და მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა.

Facebook Comments Box
თეგები

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,693 ნახვა
%d bloggers like this: