იტალიელმა სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიელმა სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. შემთხვევა ქალაქ გალარატეში მოხდა. 

პოლიციამ 47 წლის მამაკაცი მაშინ დააკავა, როდესაც ის დანაშაულის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა.

სახლის პატრონი, რომელიც ქურდობის დროს მილანში იმყოფებოდა, სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით მის სახლში სიგნალიზაციის ამოქმედების შესახებ შეტყობინება მიიღო და პოლიცია გამოიძახა.

ადგილზე მოსულმა სამართალდამცველებმა 3 ადამიანი დააკავეს. მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა.

სასამართლო პროცესს ბრალდებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში დაელოდებიან.

Facebook Comments

ახალი დადებული