კალაძე, კობახიძე, მდინარაძე, კილაძე მიდიან? – ვინ დარჩება ივანიშვილის პოლიტსაბჭოში?

 ამ დრომდე უცნობია როდის გაიმართება “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა, თუმცა უკვე ცნობილია, რომ მისი შემადგენლობა შემცირდება. მოქმედი პოლიტსაბჭოს წევრები, კონკრეტულად კი გია ვოლსკი საბჭოს მუშაობას ღიად აკრიტიკებს. “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო პარტიის ყრილობამ 2016 წლის 14 მაისს დაამტკიცა.

მის შემდგენლობაში ამ დრომდე არიან: თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი, გენერალური მდივანი – კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, გიორგი ვოლსკი,ეკა ბესელია, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ტრიპოლსკი, თემურ ჭკუასელი, დავით საგანელიძე, ნოდარ ხადური, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, დავით ბაქრაძე, (საქართველოს ელჩი აშშ-ში), დავით კოღუაშვილი, მამუკა მდინარაძე, ირინე ფრუიძე, რომან კაკულია, სოფიო კილაძე, აკაკი ზოიძე, ზვიად გონაძე.

არაოფიციალური ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის თავმჯდომარის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, პარტიული თანამდებობა შესაძლოა დატოვონ კახა კალაძემ და ირაკლი კობახიძემ. შემცირებულ შემადგენლობაში შესაძლოა ვეღარ მოხვდნენ აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე, ევროკავშირის მხრიდან მთავრობის საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობათა მთავარი მრჩეველი და მერაბიშვილ-უგულავაზე სკანდალური განცხადების ავტორი დავით კოღუაშვილი, ე.წ. ახლების გუნდის წევრი დეპუტატები – მამუკა მდინარაძე, ირინე ფრუიძე, სოფო კილაძე, ასევე აკაკი ზოიძე და ზვიად გონაძე.

საბჭოს დატოვებს ყოფილი ფინანასთა მინისტრი ნოდარ ხადურიც.

წყარო: pirveliradio.ge

Facebook Comments

ახალი დადებული