მურთაზ ზოდელავა: „ტელეიმედის“ საქმე შეკერილია

ყოფილი მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას დაკითხვა ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

პროკურატურიდან გამოსულმა ზოდელავამ განაცხადა, რომ ის “ტელეიმედის” საქემესთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით დაკითხეს.

“ხელისუფლება მეუბნება, რომ “შენ ხარ პირველი კატეგორიის მტერი და დაგსჯით”-ო”, – თქვა ზოდელავამ გამოკითხვის შემდეგ.

მურთაზ ზოდელავას თქმით, “ტელეიმედის” დარბევის საქმეზე ბრალდებული პირების მიმართაც “საქმე შეკერილია” და ხელისუფლება მას უებნება, რომ ამ ბრალდებულთა რიგებში თვითონაც ჩადგება.

“ამ საქმეზე ბრალდებულია მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი და საქმე არის აბსოლუტურად შეკერილი. არანაირი დანაშაული არცერთ ამ ადამიანს, რა თქმა უნდა, არ ჩაუდენია. უბრალოდ, ხელისუფლება მე მეუბნება, რომ “შენც ჩადგები მათ რიგში, შენ ხარ პირველი კატეგორიის მტერი და შენ დაგსჯით”. ეს არის კონკრეტული მესიჯი, რომელიც მე მივიღე დღეს ხელისუფლებიდან”, – განაცხადა ზოდელავამ.

ყოფილი პროკურორი დასძენს, რომ მთავარ პროკურატურაში მისი დაბარება მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება.

მურთაზ ზოდელავას გამოკითხვასთან დაკავშირებით განცხადება დღეს მთავარმა პროკურატურამაც  გაავრცელა.

Facebook Comments
%d bloggers like this: