პოსტები სოციალური ქსელიდან

შეაჩერონ ეს კამპანია, ვიდრე ბატონი ქაცარავა ახალ ომში არ გახვევს საქართველოს

Nusagi

„პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში დავით ქაცარავას საქმიანობას სახიფათოს უწოდებს და აცხადებს, რომ ქაცარავა აკეთებს რუსულ საქმეს აკეთებს.

შეგახსენებთ, რომ დავით ქაცარავა, რომელიც მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-ს წევრია და ხშირად აწყობს აქციებს საოკუპაციო ზოლთან.

„ბატონი დავით ქაცარავა, რომელიც დაკავებულია ე.წ. საოკუპაციო სპექტაკლების დადგმით, ყველაზე ეფექტურად აკეთებს რუსულ საქმეს. პირდაპირ ვამბობ: მსგავსი ტიპის პროვოკაციებით (ვითომ ანტირუსული პოლიტიკის მომხრეები) წყალს სწორედ რუსეთის წისქვილზე ასხამენ. სახელმწიფოს შესაბამის ორგანოებს აქვთ ვალდებულება – შეაჩერონ ეს პროვოკაციული კამპანია, ვიდრე ბატონი ქაცარავა ახალ ომში არ გახვევს საქართველოს“, – წერს სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,681 ნახვა
%d bloggers like this: