Uncategorized

ზვიად ძიძიგური: ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება მნიშვნელოვან და სერიოზულ ამბავს უკავშირდება

Nusagi

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, “კონსერვატიული პარტიის” ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ ის თავიდანვე წინააღმდეგი იყო, ექს-პრემიერს თანამდებობა დაეტოვებინა. როგორც მან აღნიშნა, ძალიან პოზიტიურად წაადგება ქვეყანას ასეთი გამჭრიახი და გონიერი კაცის პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობა.

“თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი, როცა ბიძინა ივანიშვილმა ჯერ პრემიერ-მინისტრობა დატოვა და შემდეგ საერთოდ დაანება თავი პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას. ვფიქრობ, ძალიან პოზიტიურად წაადგება ქვეყანას ასეთი გამჭრიახი და გონიერი კაცის პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობა. რაც შეეხება “მეორედ მოსვლას”, რომ ბიძინა ივანიშვილი წასვლის დროს არ აპირებდა უკან დაბრუნებას, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს უდაო ჭეშმარიტებას, რომ ბიძინა ივანიშვილმაც კი არასოდეს უნდა თქვას “არასოდეს”, იმიტომ, რომ პოლიტიკაში “არასოდეს” თქმა, ეს არის პირობითი ნათქვამი და არა ფუნდამენტური”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის შიგნით არსებული განხეთქილების გამო დაბრუნდა, სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც მან აღნიშნა, ეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვან და სერიოზულ ამბავს უკავშირდება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,673 ნახვა
%d bloggers like this: