ზედმეტად უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდებენ თავს ზოგიერთები, ვინც ამტკიცებდა არაფერი ხდებაო….

,,აღარ მოვა გუგავა, აღარც მიშა, მაგრამ ბრუნდება ბიძინა, ისიც პარტიის თავმჯდომარედო (მხოლოდ?).

უმრავლესობამ, ამის შესახებ კომენტარებისას, პირველ რიგში იმას გაუსვა ხაზი, რომ ეს არ გამოიწვევს კადრების ცვლილებებსო ( ეგონოთ ), მაგრამ ისევ იტყუილებიან – ორ კვირაზე მეტია, წარბშეუხრელად და ჯიუტად იმეორებდნენ, რომ პარტიაში და უმრავლესობაში არაფერი ხდებაო და თურმე იქ მაინც რაღაც ხდებოდა

( სხვა რამეებს რომ გავანებოთ თავი) მაინც ხდებოდა ის, რომ კაცს ეხვეწებოდნენ დაბრუნდიო. მან, შეიძლება მართლაც არანაირი სახელისუფლებლო თანამდებობა არ დაიკავოს და არც არის აუცილებელი და თუ ერთ დროს პოპულარული ლოზუნგი “партия наш рулевой” ისევ ძალაშია, სახელისუფლებლო პარტიის ხელმძღვანელს, ვერავინ ვერ დაუშლის, რომ თავისი წევრები გაიწვიოს-გამოიწვიოს სახელისუფლებლო თანამდებობებზე.

ამიტომ, ზედმეტად უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდებენ თავს ზოგიერთები, თუ ისევ გააგრძელებენ იმის მტკიცებას, რომ არაფერი ხდებოდა და არც არაფერი მოხდება, რადგანაც ფაქტია, რომ ხდებოდა და იმიტომაც დაბრუნდა, მოხდება იმიტომ, რომ ბრუნდება.

თუ ესე არ იქნება (ღმერთმა დაგვიფაროს), მაშინ არ ექნება დაბრუნებას არც აზრი, არც მიზანი და არც ფასი. 
p.s. დაველოდოთ, ლოდინი კი ნამდვილად შეგვიძლია”– წერს ფეისბუქ-მომხმარებელი ვაჯა ქადაგიძე.

Facebook Comments

ახალი დადებული