ვიდეოს ავტორი აცხადებს, რომ ლიდერბეთზე 30 379 ლარი მოიგო, მაგრამ თანხა გაუნულეს

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომლის ავტორი აცხადებს, რომ ლიდერბეთზე 30 379 ლარი მოიგო, თუმცა თანხა გაუნულეს და მიზეზად ტექნიკური უზუსტობა დაუსახელეს.

,,ინფო ფოსტალიონი” ინფორმაციის დასაზუსტებლად, დაუკავშირდა ,,lider-bet”=ის  მარკეტინგის მენეჯერს, რომელმაც მომხდარი არ დაგვიდასტურა: ,,სოციალურ ქსელში, ბევრ სხვადასხვა სახის ინფორმაციას ავრცელებენ მომხმარებლები, რომელიც ხშირ შემთხვევაში სიმართლეს არ შეესაბამება, ჩვენც ვნახეთ ეს კადრები, მაგრამ არ ჩავთვალეთ საჭიროდ გამოხმაურება, რადგან ეს აბსოლუტური სიცრუეა.

  რაც შეეხება გაურკვევლობებს, როცა მოქალაქეს ჩვენს კომპანიასთან აქვს პრეტენზია, ეს  კონფიდენციალურია . ამასთან, ნებისმიერ პრობლემასთან დაკავშირებით, მოქალაქეს შეუძლია სამართლებლივი გზით მოითხოვოს პასუხი.

კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ გავრცელებული ვიდეო სიმართლეს არ შეესაბამება”– განაცხადა lider-bet-ის მარკეტინგის მენეჯერმა გიგა კალმახიძემ.

ვიდეო , რომელსაც  სოციალურ ქსელში ორი დღეა დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ამ დილით, youtube-დან წაიშალა.

 

Facebook Comments

ახალი დადებული