პოსტები სოციალური ქსელიდან

„არა მგონია ახალმა სტენდმა უშიშროების საბჭოს მდივანს დიდება მოუტანოს”

Nusagi

აფხაზეთის ომის ვეტერანი მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებს. ფოტოზე უშიშროების საბჭოში გამოფენილი ახალი სტენდია აღბეჭდილი, რომელზეც საქართველოს მოქმედ პრეზიდენტთან და უშიშროების საბჭოს მდივანთან ერთად ყოფილი პრეზიდენტები და და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნების ფოტოებია გამოკრული. მათ შორის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, ასევე  ნაციონალური მოძრაობის დროინდელი უშიშროების საბჭოს მდივნების ფოტოები.

მალხაზ თოფურია ამბობს, რომ ძებნილსა და სადიზმზე ნასამართევ პირთან საკუთარი ფოტოს გამოფენა სულ მცირე, უხერხულია. თოფურია  არ გამორიცხავს, რომ უშიშროების საბჭოს ახლანდელ მდივანს ის გმირათაც კი მიაჩნდეს, რაც ქვეყნისთვის სახიფათოა.

„არ მგონია, ამ ახლად დამზადებულმა სტენდმა უშიშროების საბჭოს მდივანს დიდება და წარმატება მოუტანოს, უბრალოდ უხერხულია, როდესაც რამდენიმე ძებნილსა და სადიზმზე ნასამართლევ პატიმარს შორის საკუთარ სურათს  ჩასვამ ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი… ეგ მე მეუხერხულება, თორემ პატივცემული შეიძლება გმირებადაც კი მიიჩნევს მანიაკებს და იმედს გამოთქვამს თუ დაბრუნდებიან……
P.S.  არანაირი „თუ” არ იქნება. ის ავადმყოფები ჩემს ნუგო წუკოს დაბრუნდებიან , უბრალოდ სახიფათოა ქვეყნისთვის ყველა ხიფათი, როდესაც “უშიშროების” საბჭოს ასეთი საშიშ-მანიაკალური ფსიკის ადამიანი ხემძღვანელობს”,-წერს მალხაზ თოფურია.

შეგახსენებთ, ეროვნული უშიშროების საბჭოს 2016 წლიდან დღემდე, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე დავით რაქვიაშვილი ხელმძღვანელობს, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,484 ნახვა
%d bloggers like this: