ახალი დამატებული

ევროპული საქართველოს კანდიდატმა გიგი უგულავამ ვანში საარჩევნო უბანი ტრაქტორით დატოვა

Nusagi

ევროპული საქართველოს კანდიდატმა გიგი უგულავამ ვანში საარჩევნო უბანზე ხმა უკვე მისცა. მან ჟურნალისტებთან კომენტარიც გააკეთა. მისი თქმით, დღეს ვანელები და ხონელები პირველ „წითელ ბარათს“ აჩვენებენ „ქართულ ოცნებას“.

„ეს წითელი ბარათი იქნება შეხსენება, რომ ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც მოდის დაპირებებით, ვალდებულია, შეასრულოს ეს დაპირებები. სხვა შემთხვევაში მას ხალხი გადაირჩევს.“, – განაცხადა კანდიდატმა.

გიგი უგულავამ, ხმის მიცემის შემდეგ სააჩევნო უბანი ტრაქტორით დატოვა.

დღეს ვანისა და ხონის 54-ე საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.

Facebook Comments Box
თეგები

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,692 ნახვა
%d bloggers like this: