ქუთაისში პაციენტს ცხვირიდან 17 წლის წინ ჩარჩენილი მავთული ამოუღეს

დიმიტრი მხეიძის სახელობის ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას ოპერაციის შესახებ, რის შედეგად პაციენტს ცხვირიდან 17 წლის ჩარჩენილი მავთული ამოუღეს.

“დიმიტრი მხეიძის სახელობის ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკა ,,გიდში” ახალგაზრდა პაციენტმა მოგვმართა, რომელსაც თავის ტკივილები, სუნთქვის გაძნელება და ცხვირში დისკომფორტი წლების მანძილზე აწუხებდა.

17 წლის განმავლობაში პაციენტს სხვადასხვა კლინიკებში სინუსიტზე პერმანენტულად მკურნალობდენ.
პაციენტის პრობლემები ქუთაისში, კლინიკა ,,გიდის” ყელ-ყურ-ცხვირის პროფესიონალ და ექიმ ნათია აფხაძესთან ვიზიტის შემდეგ დასრულდა!

როგორც საბოლოოდ გაირკვა, ახალგაზრდა ქალში, სუნთქვის გაძნელებას 17 წლის მანძილზე ცხვირში ჩარჩენილი რამდენიმე სანტიმეტრიანი მავთული განაპირობებდა!”– წერენ კლინიკის ფეისბუქის გვერდზე.

Facebook Comments

ახალი დადებული