სოციალური ქსელები და მედია

ჩვენ არავის არ ვუჩვენებთ არანაირ ბარათებს და დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში

Nusagi

“ჩვენ არავის არ ვუჩვენებთ არანაირ ბარათებს და დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში ბარათების და წინასწარი განცხადებების გარეშე” – ამის შესახებ ვანისა და ხონის არჩევნებში „ქრთული ოცნების“ კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ გიგი უგულავას საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც თქვა რომ ვანში და ხონში დღეს პირველად აჩვენებენ „ქართულ ოცნებას“ წითელ ბარათს.

“ჯერჯერობით აქტივობა ისეთი მაღალი არ არის, მაგრამ ველოდებით შუადღის მერე გააქტიურებას ჩვენი ამომრჩევლების. ჩვენ გეგმები რაც გვქონდა, იმ გეგმების განხორციელებას გავაგრძელებთ, მე 3 წელია ვმუშაობ აქ, გუბერნატორი გახლდით და 2021 წლამდე ყველა პროექტი გაწერილი გვაქვს. უკვე მუშაობს და თითქმის ბოლომდე მიყვანილი გვყავს ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები. მუშაობა არ გაგვიჩერებია”, – განაცხადა გივი ჭიჭინაძემ. ის ვანში, ქართული ოცნების საარჩევნო შტაბში რამდენიმე წუთის წინ მივიდა.

დღეს ვანისა და ხონის 54-ე საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,483 ნახვა
%d bloggers like this: