პოლიტიკა

ზაზა პაპუაშვილი-ვფიქრობ, პოლიტსაბჭო სრულიად უნდა შეიცვალოს

Nusagi

„ქართული ოცნების“ წევრი ზაზა პაპუაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ, ძირეულ ცვლილებებს ელოდება და ფიქრობს, რომ პარტიის პოლიტსაბჭო სრულად უნდა შეიცვალს.

„მე ყოველდღე ველოდები არა ცვლილებებს ცვლილებისთვის, არამედ – აზრიან ცვლილებებს, რომლებიც ვითარებას უკეთესობისკენ შეცვლის, ვინაიდან ეს პოლიტიკა, ვფიქრობ, ცოცხალ დროსთან არის მიბმული. ჩვენ არ უნდა ჩამოვრჩეთ და არ უნდა ჩავვარდეთ სადღაც ჭაობში.

საჭიროა დაკონკრეტდეს, რა პრობლემები გვაქვს, უფრო მკვეთრად უნდა გამოიხატოს პრიორიტეტები. ამ ცვლილებებს მხარს დავუჭერ და აქტიურ მონაწილეობას მივიღებ.თუ რამე არ გამოდის, უნდა ავხსნათ მიზეზი, რატომ არ გამოდის.

მისი საპრეზიდენტო კანდიდატურა პირადად მე არ მომწონს. მგონი, საინტერესო ადგილზე დაბრუნდა. კრიზისის არ უნდა შეგვეშინდეს. მთავარია, კარგად გამოვიტანოთ დასკვნა და სწორი ანალიზი გავაკეთოთ. ვფიქრობ, პოლიტსაბჭო სრულიად უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,461 ნახვა
%d bloggers like this: