ახალი დამატებული

საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 12:00 საათისთვის ვანისა და ხონის 54-ე მაჟორიტარულ ოლქში

Nusagi

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 12:00 საათისთვის ვანისა და ხონის 54-ე მაჟორიტარულ ოლქში აქტივობა 24,33%-ია. 60-ივე საარჩევნო უბანი დილის 08:00 საათზე გაიხსნა და 12:00 საათისთვის საკუთარი არჩევანი 11 708 მოქალაქემ დააფიქსირა. აღნიშნულ ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 48 123-ს შეადგენს.

საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. 12:00 საათის მდგომარეობით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არცერთი საჩივარი არ დაფიქსირებულა.

დღეს საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შუალედური არჩევნები იმართება. №54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რომელიც ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორიას მოიცავს.

ვანსა და ხონში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც დეკემბერში ამ ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ლილუაშვილმა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა და საქმიანობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილედ განაგრძო.

Facebook Comments Box
თეგები

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,776,067 ნახვა
%d bloggers like this: