პოლიტიკა

დავით ჭიჭინაძე- პარტიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებების რევიზირებას ვეღარავინ გაბედავს

Nusagi

“არ მიმაჩნია, რომ მწვავე განცხადებებს ვაკეთებდი. მე მხოლოდ იმ რეალობას ავსახავდი, რაც პარტიაში იმ მომენტისთვის იყო. არ ვთვლი, რომ ეს დაპირისპირება იყო, ყველა საკუთარ აზრს გამოხატავდა. ივანიშვილის დაბრუნება მხოლოდ მისასალმებელია, მარტო მე არ ვარ კმაყოფილი, ამით ყველა კმაყოფილია… “ოცნებაში” ისე არ დგას საქმე, რომ წმენდის ჩატარება იყოს საჭირო. ვიღაცა შეიძლება ჩრდილში მოექცეს, მაგრამ ეს ალბათ არავის ეწყინება. ახლა ივანიშვილს უნდა დავუდგეთ გვერდით და ხალხს დანაპირები შევუსრულოთ” – აცხადებს დაპუტატი დავით ჭიჭინაძე გაზეთ “ახალი თაობისთვის”მიცემულ ინტერვიუში

“ბიძინა ივანიშვილის ჩრდილში თუ მოექცევი, რატომ უნდა გეწყინოს? აქედან გამომდინარე, ვიღაცებს ამბიციების გვერდზე გადაწევა გაუიოლდებათ. ყველა ადამიანს ვისაც რაღაც თანამდებობა უკავია ამბიციები გააჩნია – ეს არ არის ახალი. უბრალოდ, არის ასეთი წესი, სუფრა ვისი გაშლილიც არის, მის გვერდით უნდა დაჯდე და მასპინძლად გამოჩენას არ უნდა შეეცადო.

სწორედ ამიტომ სთხოვა პარტიამ ივანიშვილს დაბრუნება. ის დაბრუნდა და ყველაფერი დალაგდება. მისი დაბრუნებით ყველა კმაყოფილია, რაც იმას ნიშნავს, რომ სიტუაცია უკვე დალაგდა… არანაირი კრიზისი “ქართულ ოცნებაში” არ არის. საკუთარი აზრის გამოხატვას ყველა შეძლებს, მაგრამ პარტიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებების რევიზირება აღარ მოხდება – ყრილობის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი გახდება პარტიის თავმჯდომარე და მისი გადაწყვეტილებების რევიზირებას ვერავინ შეძლებს”, – ამბობს ჭიჭინაძე და შეკითხვაზე – “მის დაბრუნებამდე პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი იყო.  გინდათ თქვათ, რომ მის გადაწყვეტილებებს არ ემორჩილებოდნენ?” – პასუხობს:

“არ ემორჩილებოდნენო, არ მითქვამს. ვთქვი, რომ პარტიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებების რევიზირებას ვეღარავინ გაბედავს – გედევან ფოფხაძემ პარტიიდან გასვლის გადაწყვეტილება საკმაოდ ემოციურად გააჟღერა, კვირიკაშვილი მის გადარწმუნებას შეეცადა, დაელაპარაკა მას და დარჩენა სთხოვა, სხვა დეპუატტებსაც ურჩია, სიტუაცია არ გაემწვავებინათ. შედეგად რა მივიღეთ?! – ზოგიერთი დეპუტატი გამოვიდა და გედევანზე დაიწყეს განცხადებების გაკეთება.

ფოფხაძეზე ის დეპუტატებიც საუბრობდნენ, ვისაც პარტიაში არანაირი თანამდებობა არ ეკავათ: მათ ამით მოახდინეს პარტიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებების გადახედვა, რაც არასწორი და ულამაზო იყო.

ახლა ივანიშვილი იქნება პარტიის თავმჯდომარე და ამას ვეღარავინ გააკეთებს… პოლიტსაბჭო უნდა გადახალისდეს, რაც უფრო ცოტა ხალხი იქნება პოლისაბჭოში, მით უფრო მობილურად იმუშავებს ის, პარტიაც უფრო მობილური იქნება. ივანიშვილის დაბრუნება ძალიან მალე გამოიღებს თავის დადებით შედეგს”. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,692 ნახვა
%d bloggers like this: