დიდი პასუხისმგებლობა ავიღე საკუთარ თავზე და გავხდი ორი მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი

“დიდი პასუხისმგებლობა ავიღე საკუთარ თავზე და გავხდი ორი მუნიციპალიტეტის ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში” – ამის შესახებ განცხადება ვანისა და ხონის, “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ გააკეთა.

“მადლობა ჩემს ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის და გვერდით დგომისთვის. ზოგადად არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, სერიოზულ ექსესებს ადგილი არ ჰქონია”- განაცხადა ჭიჭინაძემ.

ცესკოს გვერდზე ატვირთული 18 უბნიდან ამ დროისთვის 18-ივეზე გივი ჭიჭინაძე ლიდერობს.

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეები 54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტში ვანისა და ხონის მაჟორიტარს ირჩევენ.

შუალედური არჩევნების დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ ვანისა და ხონის მაჟორიტარი გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

54-ე საარჩევნო ოლქში 60 საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც 48 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

28 აპრილის შუალედურ არჩევნებში ხუთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ დასახელებული და ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობენ:

2. „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“ – გიორგი უგულავა
17. „საქართველო“ – გიორგი ლილუაშვილი
21. „ტრადიციონალისტები“ – ზურაბ ქართველიშვილი
23. „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ – მამუკა ტუსკაძე
41. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“  – გივი ჭიჭინაძე
42. საინიციატივო ჯგუფი (სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა) – ვასილ კოპალიანი.

Facebook Comments

ახალი დადებული