ეს ტრაგედია ყველა ოჯახს შეიძლება დაატყდეს, თუ დაუყოვნებლივ არ შევაჩერებთ

„ქართული დასის ” ლიდერი ჯონდი ბაღათურია საზოგადოებას თხოვნით მიმართავს, გაავრცელონ ინფორმაცია, რომ ბოლო 4 დღის განმავლობაში ე.წ. კლუბურმა ნარკოტიკმა რამდენიმე ახალგაზრდის სიცოცხლე იმსხვერპლა. ბაღათურია ამბობს, რომ სამართალდამცველები ამ პრობლემასთან უძლურნი არიან. მისივე თქმით, „პოლიცია უუფლებოა, რადგან ეს კლუბები უმაღლესი თანამდებობის პირებს ეკუთვნით და მათი მფარველობის ქვეშ არიან.

,,გთხოვთ გაავრცელოთ და ხალხს შეატყობინოთ!  მხოლოდ ბოლო 4 დღის განმავლობაში, თბილისში, უკვე 12 მოზარდი გარდაიცვალა ”კლუბური ნარკოტიკით”!!

მარტო დღეს 7 მოზარდის გვამი ესვენა ექსპერტიზის ბიუროში !!! ეს ტრაგედია ყველა ოჯახს შეიძლება დაატყდეს, თუ დაუყოვნებლივ არ შევაჩერებთ.

პოლიცია უუფლებო და პარალიზებულია!!

ტელევიზიებიც არ აშუქებენ!!  რადგან ეს კლუბები უმაღლესი თანამდებობის პირებს ეკუთვნის, ისინი კრიშავენ და ისინი მდიდრდებიან ნარკოტიკების გაყიდვით!!

ნუ დავტოვებთ ამ ბავშვების მშობლებს მარტო ამ დიდ ბოროტებასთან…….

კანონის ძალით შური ვიძიოთ ”სიკვდილით მოვაჭრეებზე”!!!!

ყველას არ შეუძლია იარაღის ხელში აღება და ბრძოლა თანამდებობაზე მოკალათებულ ნარკომოვაჭრეებთან,  ამ ”გალსტუკიან წამლის ბარიგებთან”!! –წერს ჯონდი ბაღათურია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ე.წ. კლუბური ნარკოტიკის ახალი სახეობა გავრცელდა, რომლის მიღების შემდეგაც, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში , უგონო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდები პირდაპირ ღამის კლუბიდან გადაჰყავთ

Facebook Comments

ახალი დადებული