თუ თქვენ პრობლემებს ეძახით აზრთა სხვადასხვაობას, მე ამას პრობლემებს ვერ დავარქმევდი

ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახი კალაძემ, ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში, დასმულ კითხვას, როგორც მოხდა ბიძინა ივანიშვიოლის დაბრუნება პარტიულ საქმიანობაში, პარტიიდან, კონკრეტული პირის მხრიდან იყო შეთავაზება თუ თავად გამოთქვა სურვილი.

“ამაზე დიდი ხანია მიდიოდა საუბარი და არაერთხელ ყოფილა შესთავაზება პრემიერის მხრიდან ბატონი ბიძინას პარტიაში დაბრუნებაზე, თუმცა, ვერ ხდებოდა მისი დათანხმება. ბოლოს, როდესაც რამდენიმე შეხვედრა გაიმართა ჩვენი მხრიდან იყო მოთხოვნა, რომ ის დაბრუნებულიყო პარტიაში და მან მიიღო ეს გადაწყვეტილება.

 პარტიაში არანაირი პრობლემები არ არსებობს. თუ თქვენ პრობლემებს ეძახით იმას, რომ კონკრეტულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, მე ამას პრობლემებს ვერ დავარქმევ, ეს არის დემოკტარიული პროცესის ნაწილი და მე ნამდვილად მიხარია, რომ ადამიანებს აქვთ უფლება დააფიქსირონ თავიანთი მოსაზრებები, განსხვავებული შეხედულებები.

ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტები განვითარდება და ამ ინსტიტუტებზე იქნება დაფუძნებული ქვეყნის განვითარება და მმართველობა”, – აღნიშნა კალაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული