მიხეილ სააკაშვილს „ევროპულ საქართველოსთან” გაერთიანება სურს

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს „ევროპული საქართველოს ” წევრებთან გაერთიანება სურს. ამის შესახებ მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.

“მე გამახარებდა გიგი უგულავას ვანი-ხონის არჩევნებში გამარჯვება, მაგრამ ამის 1% შანსიც კი არ არსებობდა. არ შეიძლება შულერების მაგიდას მიუჯდე კარტის სათამაშოდ. ჩვენ მთავარ შულერს ეს მაგიდა უნდა ავუყირავოთ! სწორი ის იქნება, გიგიც და მისი თანაპარტიელებიც თუ შემოგვიერთდებიან შულერების ხელისუფლებიდან განდევნაში”,-წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, ევროპული საქართველოს ” წევრმა გიგი უგულავამ ვანში, შუალედურ არჩევნებზე 38,38 % აიღო, თუმცა „ქართული ოცნების” წევრთან, გივი ჭიჭინაძესთან დამარცხდა.

Facebook Comments

ახალი დადებული