რუსი სნოუბორდისტი მოულოდნელად გარდაიცვალა

რუსი სნოუბორდისტი გოგონა დარია გუმენი 15 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ტელეკომპანია Мир24 სპორტსმენის მამაზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც დარია გრუმენის მამა ამბობს, სნოუბორდისტი 25 აპრილს, მეგობართან იყო სტუმრად და უეცრად თავი ცუდად იგრძნო, რის შემდეგაც გონება დაკარგა, სასწრაფო დახმარების ექიმებს ის უკვე გარდაცვლილი დახვდა.

„ბავშვობიდან 7 საათზე დგენოდა, საუზმობდა, ემზადებოდა, მიდიოდა სასწავლებლად. შემდეგ ვარჯიში, შემდეგ სახლი-გაკვეთილები. 21:00-ზე იძინებდა. ასე იყო წლების განმავლობაში. არაფერი აწუხებდა”.-ამბობს გოგონას მამა.

სნოუბორდისტის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ექსპერტიზის პასუხი მხოლოდ ერთი თვის შემდეგ იქნება.

Facebook Comments

ახალი დადებული