Advertisements

ლონდონს შხამიანი “ჭაღარა მუხლუხოს” შემოსევა ემუქრება

ლონდონის მოსახლეობას შხამინი „ჭაღარა მუხლუხოს” შემოსევის შესახებ აფრთხილებენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

Nusagi

მწერთან კონტაქტი იწვევს გამონაყარს, ღებინებას და ასთმურ შეტევებს. ბრიტანეთის ხელისუფლებამ მუხის ჩრჩილის მუხლუხოს შემოსევის შესახებ ექსტრემალური გაფრთხილება გაავრცელა.

მუხლუხო ლონდონში და ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში შენიშნეს. გაფრთხილებაში აღნიშნულია, რომ მწერთან მიკარება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

ასევე საჭიროა, მოარიდონ შინაური ცხოველებიც, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია მწვავე ალერგიული რეაქცია გამოიწვიონ. მწერები დაფარული არიან ბეწვებით, რომლებიც შხამიან ნივთიერებას შეიცავენ.

ამასთან, ძირს დავარდნილი ბუსუსიც საშიშია -მათში შემავალი შხამი აქტიურია 5 წლის განმავლობაში.

შესაბამისი სამსახურები უკვე ასუფთავებენ ხეებს ჭიებისგან და დგამენ ხაფანგებს.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული