სოციალური ქსელები და მედია

იმ ოპოზიციური პარტიების ჩამონათვალი, რომლებიც სააკაშვილთან ერთიანდებიან

Nusagi

რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა ამსტერდამში გამართა. ვიდეო მასალას შეხვედრის შესახებ ტელეკომპანია რუსთავი 2 ავრცელებს. შეხვედრაზე ყოფილმა პრეზიდენტმა და პარტიების წარმომადგენლებმა ოპოზიური გაერთიანების ჩამოყალიბებაზე ისაუბრეს, თუმცა, თავად შეხვედრა დახურული იყო.

“საქართველოს არსებობა არის საფრთხის წინაშე, ოლიგარქიული ურჩხული ახრჩობს საქართველოს საზოგადოებას, თითოეულ ოჯახში აქვს თავისი მარწუხები შეყოფილი. ჩვენი სამიზნე არის ერთი. ამ ურჩხულს აქვს სახელი და გვარი, სამწუხაროდ, ის არის დღეს საქართველოს არაფორმალური მფლობელი და არა მმართველი. ის ცდილობს, რომ საქართველოს თითოეული მცხოვრები ბანკების მეშვეობით, სხვადასხვა ინსტრუმენტების მეშვეობით, აქციოს ყმებად, მონებად და დაამციროს, ქონება და ღირსება წაართვას,“ – განმარტა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

შეხვედრის მონაწილეების თქმით, მათ კონსულტაციები აქვთ სხვა პარტიებთანაც და კოალიციის საბოლოო ფორმირებამდე კიდევ რამდენიმე შეხვედრა შედგება.

პარტიებსა და მათ წარმომადგენლებს  შორის, რომლებიც მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას დაესწრნენ არიან: მამუკა გამყრელიძე- “ახალი ერთობა საქართველოსთვის” ; მამუკა გიორგაძე- “ჩვენები – სახალხო პარტია”; შოთა მალაშხია – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – მეტი სარგებელი ხალხს“; ზურაბ ხარატიშვილი – ”სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის” ;ნიკა მელია – “ერთიანი ნაციონალური მძრაობა”; ბაჩუკი ქარდავა – “ეროვნულ დემოკრატიული პარტია”; პაატა დავითაია – “საქართველოს ევროპელი დემოკრა

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,673 ნახვა
%d bloggers like this: