ავღანეთში კიდევ ერთი ტერაქტი მოხდა, დაღუპულია 11 მოსწავლე

ავღანეთის, ქალაქ ყანდაარში თვითმკვლელმა-ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა. ტერაქტის შედეგად მედრესეს 11 მოსწავლე დაიღუპა.

ინფორმაციას ტელეარხი TOLOnews ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტო „პჟავაკის“ ინფორმაციით, ტერორისტის სამიზნეს რუმინელი სამხედროების კოლონა წარმოადგენდა. აფეთქების შედეგად 6 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

დღეს, გამთენიისას ქალაქ ქაბულში ორმაგი ტერაქტი მოხდა, რის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 9 ჟურნალისტია, 40 ადამიანი დაშავდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“აიღო.

Facebook Comments

ახალი დადებული