ამ დაწესებულებებში დეპუტატის შვილებიც ხვდებიან და მე ვეკითხები მათ:  რას დუმხართ?

,,ვისია ბასიანი და მისნაირი კლუბები?
ვინ მფარველობს?
კიდე რამდენი ახალგაზრდას სიცოცხლე უნდა შეიწიროს ამ კლუბებმა, რომ დაიწყოს გამოძიება და დაიხუროს? 
!!!

მივმართავ ქვეყნის პრემიერს, ბატონო გიორგი გთხოვ პირად კონტროლზე აიყვანოთ ეს “მკვლელების” ბუნაგი და დაუყოვნებლივ დაახურინოთ ბასიანის ღამის კლუბი ასევე ქალაქში კიდე არის მისნაირი კლუბები, უბრალოდ ბასიანში უკვე გარდაცვლილების რაოდენობის შემაშფოთებელი სტატისტიკაა რასაც წერენ…

თბილისი ძალიან პატარა ქალაქია და არაფერი არ იმალება! ბასიანში შოუბიზნესად წოდებული “ბობოლა გამსაღებლებიც” დადიან და რა თქმა უნდა ისინი რომ გარეთ არიან საპროცესოთი გაშვებული კარგი პატრონი ჰყავთ და იმ პატრონის წამალს ყიდიან დიდი ალბათობით!
ყოველდღე ვხედავთ როგორ ებრძვის შსს ნარკორეალიზატორებს მაგრამ ფაქტია, რომ “ბასიანი” აუღებელი ციხე-სიმაგრე გახდა…

მესმის რომ ამით ვერ გადაიჭრება ეს გლობალური პრობლემა მაგრამ ახალი სახეების “ჩათრევა” მაინც აღარ მოხდება რასაც მანდ აქტიურად აკეთებენ, დადის ხმები რომ სასმელში და საჭმელში ჩუმად უყრიან ნარკოტიკებს, რომ დამოკიდებული გახადონ ახალგაზდები და მერე მათზე გაასაღონ!
ეს ერის გენოციდია და სასწრაფოდ უნდა აღმოიფხვრას ეს პრობლემა!

პროფესიიდან გამომდინარე მქონდა შეხება სამკურნალო დაწესებულებასთან სადაც სამწუხაროდ ქალები ბევრნი არიან, ორი, სამი შვილის დედები ებრძვიან ამ სენს მაგრამ იმდენად გამარტივებულია ნარკოტიკების მოპოვება დღეს ქვეყანაში, რომ როცა ტოვებენ სტაციონალს ისევ უბრუნდებიან ამ დამღუპველ სენს, წარმოიდგინეთ როგორი სენია რომ შვილებს არჩიეს დედებმა ნარკოტიკი….

ამ დაწესებულებებში დეპუტატის შვილებიც ხვდებიან და მე ვეკითხები მათ:
რას დუმხართ? ეგ მანდატი შვილის სიცოცხლეზე ძვირად გიღირთ? ან ის მილიონები რად გინდათ როცა შვილები გეღუპებათ? რისი გეშინიათ? ერთხელ გადაარჩინეთ, ორჯერ, სამჯერ მაგრამ ჯვარი სწერიათ ერთ დღესაც უბედურება დატრიალდება თქვენს ოჯახში და მერე ამოიღებთ ხომ ხმას?

ხალხმა მანდატი იმიტომ მოგცათ, რომ გამოიყენოთ პრობლემის გასაჟღერებლად, დააყენოთ საკითხი და ბოლოს და ბოლოს შექმნათ კომისია რომეილის სეისწავლის ამ უბედურებას, იქნებ გვატყუებენ და მცდარია ეს ინფრომაცია? რამ დაგადუმათ? ხმა ამოიღეთ ბოლოს და ბოლოს!

განადგურდა ახალგაზრდობა, ისინი ვინც უნდა მრავლდებოდნენ ნარკოტიკებით იღუპავენ თავს და ჩვენ და სამწუხაროდ ნარკოტიკების ლეგალიზაციის მომხრეებს უფრო აქტიური აქტივი ჰყავს ვიდრე მეორე მხარეს!
თუ ბასიანი და მისნაირი კლუბები არ დაიხურება და გამოძიება არ დაიწყება, ყველანი უნდა გამოვიდეთ ქუჩაში და დავიცვათ ჩვენი მომავალი!
დღეს სხვისი შვილი გაუბედურდა და დაიღუპა მაგრამ რითი ხართ დაზღვეული თქვენ? – არც არაფრით! 

p.s. ტენდეციურობა რომ არ დამბრალდეს და კიდე ის, რომ მე ვიღაცა მავალებს რამის წერას (რაც გამორიცხულია)!”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: