დღეს სახალხო დამცველი პარლამენტს ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს

სახალხო დამცველი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ყოველწლიურ ანგარიშს დღეს წარუდგენს.

ანგარიშში საუბარია სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევების ეფექტური გამოძიებისა და ძალის გამოყენების პროპორციულობის საკითხზე, მათ შორის 2017 წლის დეკემბერში, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას, თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტზე.

ანგარიში ასევე შეეხება დროებითი მოთავსების და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული პრობლემებს, მოქმედი საარჩევნო სისტემის ხარვეზებსა და არაჰუმანური ნარკოპოლიტიკის მამართ არსებულ გამოწვევებზე.

ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, გამოწვევას წარმოადგენს ქალთა უფლებრივი მდგომარეობის და გენდერული თანასწორობის მაჩვენებელი და ფემიციდის მაღალი რიცხვი.

Facebook Comments

ახალი დადებული