„ქართული ოცნება“ რიგით მე-5 ყრილობას 11 მაისს გამართავს

პირველ მაისს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება.

პოლიტიკური საბჭოს წევრები პარტიის ცენტრალურ ოფისში შეიკრიბებიან.  11 მაისს კი “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” რიგით მეხუთე ყრილობას გამართავს.

როგორც უკვე დაანონსებულია, ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილს აირჩევენ. ასევე განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაც.

Facebook Comments

ახალი დადებული