ქალი და მამაკაცი

იცით, რა რაოდენობის სექსი გჭირდებათ თქვენს ასაკში?

კინსის ინსტიტუტმა და ინდიანას უნივერსიტეტმა ერთობლივი კვლევა ჩაატარეს. მეცნიერებმა დაითვალეს, რა რაოდენობის სექსი სჭირდებათ სხვადასხვა ასაკის ადამიანებს. გვინდოდა, გაგვეხარებინეთ – რაც უფრო გემატებათ ასაკი, მით უფრო დატვირთული და რეგულარულია თქვენი სექსუალური ცხოვრება-თქო, მაგრამ უკაცრავად…

ყველაზე ხშირად სექსით 18-დან 29 წლამდე ადამიანები კავდებიან. ახალგაზრდა ცეცხლოვან ტემპერამენტზე წელიწადში, საშუალოდ, 112 სექსუალური აქტი მოდის, რაც, დაახლოებით, კვირაში ორი სექსუალური აქტია.

მათ, ვინც 30-39 წლის ასაკში მერყეობს, წელიწადში 86 სექსუალური აქტი სრულიად აკმაყოფილებთ. მათი წილი კვირაში 1,6-ჯერ არის (როგორც ჩანს, ეს ის შემთხვევაა, როდესაც სექსუალურ აქტს კვირაში მეორედ იწყებთ, მაგრამ პრელუდიის ეტაპზე მოულოდნელად ჩერდებით და ამბობთ, უმჯობესია, სერიალს უყუროთ).

ის, ვინც ტორტზე 40 სანთელი ჩააქრო, წელიწადში 69-ჯერ კავდება სექსით. რიცხვი, რა თქმა უნდა, სექსუალურია, მაგრამ ორჯერ ნაკლები, ვიდრე 20 წლის ასაკში. მეცნიერები სექსუალური აქტიურობის დაქვეითებას არა მხოლოდ ლიბიდოს აბრალებენ, არამედ ოჯახურ თანაცხოვრებას, ყოველდღიურ საქმეებს, არსებებს, რომლებიც უნდა გამოკვებოთ და სასეირნოდ გაიყვანოთ – ბავშვები ეწოდებათ.

უცნაურია, მაგრამ ამ საკითხში მეცნიერები რატომღაც 49 წელზე გაჩერდნენ და არ გაარკვიეს, რა ხდება შემდეგ. იქნებ, 49 წლის შემდეგ სექსი უკეთესიც იყოს.

წყარო:funtime.ge

Facebook Comments
თეგები