მსახიობი პამელა გიდლი სახლში გარდაცვლილი იპოვეს

90-იან წლებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის Twin Peaks-ის მსახიობი პამელა გიდლი გარდაიცვალა. ის 52 წლის იყო. ინფორმაციას Hollywood Reporter-ი ავრცელებს.

მსახიობი გარდაცვლილი თავის სახლში, ნიუ-ჰემფშორში ჯერ კიდევ 16 აპრილს იპოვეს, თუმცა მედიას ამის შესახებ მხოლოდ ახლახანს შეატყობინეს. მისი გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

პამელა გიდლმა გადაღებებში მონაწილეობა ბავშვობიდან დაიწყო. ის იმდენად ლამაზი იყო, რომ სამოდელო სააგენტო Wilhelmina-მა 1985 წელს მას “მსოფლიოში ყველაზე ლამაზი გოგო”-ს ტიტული მისცა.

Facebook Comments

ახალი დადებული