ნინო კვაჭანტირაძე-თუუუ მოსახლეობის სუუუურვილი იქნებაო… არის ხო განსხვავებაა?

,,2007 წელი იყო, მერიის თანამშრომელმა ნაცაქტივისტმა ვინმე ნამიჭეიშვილმა მოგვიკაკუნა და გამოგვიცხადა, 2 დღეში გარაჟი უნდა დაცალოთ, ვანგრევთო, გარაჟი იცით როგორი იყოო – კაპიტალური, ლამაზი, ჩუქურთმებიანი რკინის კარებით…

მოვუბრუნდი და ვუთხარი – ნახეთ, როგორ საგულდაგულოდ ნაშენია, ლამაზი, არც ხედს აფუჭებს და არც არავის არფერს უშლის და რატომ ანგრევთ თქო. ასეა საჭირო და იმიტომ, ნერვებს გვიშლის, გასაგებიაოოო? მას მერე ხშირად ვხედავდი უბანში დაძრწოდა “დოქსოპულო” ნამიჭეიშვილი და სულ შიშის ზარს მცემდა, მახსენდებოდა,ზუსტად 2 საათში როგორ დაგვაცლევინა და მეორე დღეს ასევე 2 საათში 5 კაცმა როგორ მტვრად აქცია იქაურობა,ამბობდნენ, ამ გარაჟების დასაშლელად მერიას კომპენსაციაც გამოყოფილი ქონდაო, მაგრამ ჩვენამდე არაფერს მოუღწევია, უბრალოდ, რკინის კარების კლიენტი მოგვიყვანეს და რაღაც კაპიკებში წაიღეს…

ხმის ამოღებას ვინ გაბედავდაა.. სამაგიეროს ხელიც არ უხლიათ წარჩინებული თანაპარტიელის ორსართულიანი გარაჟისათვის, რომელიც უფრო “ნერვებმოსაშლელ” ადგილზეა, მაგრამ რაა? ამ შერჩევითი ნერვებმოსაშლელებისთვის მიიღეს ის, რაც მიიღეს!!!

პ.ს. ეს ამბავი ამ დღეებში გამახსენდა, როცა მერმა კალაძემ გამოაცხადა- თუკი მოსახლეობის სურვილი იქნება, გარაჟების ადგილზე სკვერს და გამწვანებულ სივრცეს შევმქმნითო, თუუუ მოსახლეობის სუუუურვილი ინებაო… არის ხო განსხვავებაა?

Facebook Comments

ახალი დადებული