პირველი მაისიდან საქართველოში მწეველთა უფლებები იზღუდება

პირველი მაისიდან საქართველოში მწეველთა უფლებები მნიშვნელოვნად იზღუდება. მოწევა იკრძალება ყველა ტიპის  საჯარო შენობა-ნაგებობაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრასპორტსა და სტადიონზეც კი.

სიგარეტის მოწევა მხოლოდ სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილებში იქნება შესაძლებელი. კანონის დარღვევის შემთხვევაში ფინანსური ჯარიმებია გათვალისწინებული.

საქართველოში კაცების 57% მწეველია, ყოველ წელს კი ორმაგდება მწეველ ქალთა რიცხვი. სკოლაში ყოველი მეოთხე თამბაქოს მომხმარებელია. საქართველოში ყოველწლიურად 11 000 ადამიანი თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებების გამო იღუპება. აქედან ორი ათასზე მეტი არამწეველია.

პირველი მაისიდან ასევე იკრძალება  თამბაქოს ღერებით გაყიდვა.

კანონი სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებში თამბაქოს მოწევის (ასევე ელექტროსიგარეტის) აკრძალვას გულისხმობს.  თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის გამო ჯარიმას  ადგილზე გამოწერენ.

ასავე გაკონტროლდება სატელევიზიო სივრცე, ახალი კანონპროექტის თანახმად, ეთერში სიგარეტის მოწევის ამსახველი კადრის გასვლის შემთხვევაში კადრის დაწყებამდე და დასასრულს სპეციალური გამაფრთხილებელი ვიდეორგოლით უნდა აჩვენონ.

Facebook Comments
%d bloggers like this: