ზესტაფონში მერის, კახაბერ მახათაძის გადადგომას ითხოვენ (ვიდეო)

ზესტაფონში მერის გადადგომას ითხოვენ. მუნიციპალიტეტის შენობასთან ადგილობრივი მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს.

ზესტაფონის მოსახლეობა, კახაბერ მახათაძეს, წარსულში ნაციონალურ მოძრაობასთან დაახლოებულ პირად მოიხსენიებენ, ხოლო  მის ძმას კი, ბრალს სდებენ წინა ხელისუფლების პერიოდში ქართული ოცნების მხარდამჭერების ცემაში.

მათი თქმით, ზესტაფონში ინფრასტრუქტული პროექტები შეჩერებულია, თანხები ბიუჯეტიდან არამიზნობრივად იხარჯება და კახაბერ მახათაძე მუნიციპალიტეტს არაეფექტურად მართავს.

მოსახლეობა ამბობს, რომ ქალაქი პარალიზებულია და მძიმე სოციალური ფონია. აქცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. მერიის წინ შკრებილებთან ქალაქის მერი ჩავიდა და აქციის მონაწილეებს შეხვდა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.წ

წყარო:imedinews

Facebook Comments

ახალი დადებული