დავით საგანელიძემ პოლიტსაბჭოს წევრად დარჩენასთან დაკავშირებით ჩვენი შეთავაზება მიიღო

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, დავით საგანელიძემ დღევანდელ სხდომაზე დააყენა საკითხი პოლიტსაბჭოს დატოვებასთან დაკავშირებით.

მდინარაძის თქმითვე, საგანელიძეს განუმარტეს, რომ იურიდიულად მისი საპარტნიორო ფონდში საქმიანობა, ამ პოზიციასთან შეთავსებელი არ იყო.ამის შემდეგ საგანელიძემ პოლიტსაბჭოს წევრად დარჩენის თაობაზე შეთავაზებაზე თანხმობა განაცხადა:

„დავით საგანელიძეს ჰქონდა გარკვეული წუხილი, ხომ არ იყო მისი დღევანდელი საქმიანობა, თანამდებობა შეუთავსებელი ამ პოზიციასთან, ჩვენ ვუთხარით, რომ ამაში არანაირი იურიდილი პრობლემა არ არსებობს. ამიტომ, მიიღო ჩვენი შემოთავაზება, რომ დარჩენილიყო პოლიტიკურ საბჭოში“,-აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: