პოსტები სოციალური ქსელიდან

ერდოღანმა თურქეთში ძმები არველაძეების მოღვაწეობა აღნიშნა

Nusagi

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთში იმყოფება. დღეს იგი ტაშკენტში, ქვეყნის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევთან ერთად ბიზნესმენებს, პოლიტიკოსებსა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

,,შეხვედრაზე მე და აჩიც ვიმყოფებოდით. მოულოდნელად, ეკონომიკის განვითარებისა და ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებზე საუბრის დროს, ერდოღანმა ჩემზე და აჩიზე დაიწყო ლაპარაკი, შემდეგ სცენაზე ასვლა გვთხოვა.

“უზბეკეთში ბევრი სასიკეთო ინვესტიციის განხორციელებას ვაპირებთ, რომელიც ბევრ სხვადასხვა სფეროს შეეხება. ეს არ იქნება მხოლოდ ეკონომიკური მიმართულება, ინვესტიცია მოიცავს განათლებას და კულტურასაც. ამავდროულად, აქ არიან შოთა და არჩილი, რომლებიც ჩვენთან, თურქეთში წლების მანძილზე მოღვაწეობდნენ და ახლა, გუნდს უზბეკეთში წვრთნიან. ეს შესანიშნავი კომბინაციაა”

– რეჯეფ თაიფ ერდოღანი. 
მინდა მადლობა გადავუხადო თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა ჩვენს მიმართ გულთბილი დამოკიდებულებით. ასევე, უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს თბილი შეხვედრისთვის.

ჩვენთვის დიდი პატივია, ასეთ მასშტაბურ ფორუმზე მათთან შეხვედრა, რისთვისაც ძორივე მხარეს, კიდევ ერთხელ ვუხდით დიდ მადლობას.”– წერს აჩი არველაზე

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,771,989 ნახვა
%d bloggers like this: