ერევნის ცენტრში მოქალაქეები იკრიბებიან

ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე, ასეულობით ადამიანი იკრიბება. სწორედ აქ, სულ ცოტა ხანში სომხეთის რადიკალური ოპოზიციის მასშტაბური მიტინგი დაიწყება.

დღეს პირველი მაისია და, შესაბამისად, ქვეყნის ნაციონალური ასამბლეა პრემიერ-მინისტრს აირჩევს. ამ პოსტზე კი მხოლოდ ერთი კანდიდატია ცნობილი ამ დროისთვის და ეს რადიკალური ოპოზიციის ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანია.

ქალაქის ცენტრში უამრავი მანქანა გამოჩნდა სიგნალებით და ეროვნული დროშით. მიტინგის ჩატარების ადგილზე ასევე შეინიშნება სამართალდამცველების კონცენტრაცია.

უკვე ერთი კვირაა, რაც სომხეთის პრემიერ-მინისტრი, სერჟ სარგსიანი მასობრივი საპროტესტო აქციების შედეგად გადადგა. მას შემდეგ მთავრობასა და ოპოზიციას შორის არაერთი მოლაპარაკება გაიმართა.

ყველაფერი კი დღეს, სომხეთის პარლამენტში გადაწყდება, რასაც რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილები სულმოუთქმელად ელიან.

Facebook Comments

ახალი დადებული