უცხოური მედია

ინდოეთში მეხის დაცემის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, ათობით დაშავდა

Nusagi

ინდოეთში, მეხის დაცემას 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 25-მა სხვადასხვა სახის ტრამვა მიიღო.

ამის შესახებ Hindustan Times ინდოეთის სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლის სამმართველოზე დაყრდნობით წერს.

„დაღუპულთა დიდი ნაწილი სახლში არ იყმოფებოდა, ისინი მინდვრებზე მუშაობდნენ“,-განმარტეს უწყებაში.

მედიის ინფორმაციით, ორი ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

ინდოეთში მეხის დაცემა და მისგან გამოწვეული სიკვდილიანობა ხშირი მოვლენაა. მაგალითად, 2017 წლის 29 მაისს ინდოეთის ბიჰარის შტატში მეხის დაცემას 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

2016 წელს კი, მეხის დაცემა ორი დღის განმავლობაში ორჯერ მოხდა, რასაც 93 ადამიანის სიცოხლე ემხსვერპლა.

BBC-ის ინფორმაციით, ყოველწლიურად ინდოეთში მეხის დაცემის შედეგად, სულ მცირე 2 ათასი ადამიანი იღუპება.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,772,903 ნახვა
%d bloggers like this: