კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა დაასახელა

კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა დაასახელა. პოლიტსაბჭოში 15 წევრი იქნება: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პარლამენტში მამუკა მდინარაძე

პარლამენტის წევრები – დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, მთავრობის წევრები – მაია ცქიტიშვილი და სოზარ სუბარი, დავით საგანელიძე და კახა კალაძე.

„უახლოეს პერიოდში ჩატარდება პარტიის ყრილობა და დარწმუნებულნი ვართ, რომ ყრილობის დელეგატები ერთხმად დაუჭერენ მხარს ამ მნიშვნელოვან ცვლილებებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის განცხადებით, დღევანდელ პოლიტსაბჭოზე ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის წარდგენასთან დაკავშირებით. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა 11 მაისს გაიმართება.

ახალ პოლიტსაბჭოში ვერ მოხვდებიან ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ირაკლი სესიაშვილი, ნოდარ ხადური, სოფო კილაძე, აკაკი ზოიძე, თემურ ჭკუასელი, რომან კაკულია.

Facebook Comments

ახალი დადებული