სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლის ისტერიკა კომიტეტის სხდომაზე (ვიდეო)

Nusagi

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე არ გამორიცხავს, რომ ლგბტ თემის უფლებების დამცველთა გამოსვლა კომიტეტის სხდომაზე შეიძლება მართული პროცესი იყოს.

“უფრო ჰგავს მართულ პროცესს. ასე ჩანს იმიტომ, რომ არავითარი ჰომოფობიური განცხადება არ გაკეთებულა. ზოგადად, უფლებების თემასთან დაკავშირებით, ყველა ადამიანს თავისი მოსაზრება აქვს. გასაგებია, რომ ჩვენ ვართ ის კომიტტი, რომელმაც თითოეული ადამიანი უნდა დავიცვათ, მაგრამ ასეთი ფორმით ასეთი მიუღებელი ფორმით გამოხატვა. არავინ ჩვენი კომიტეტიდან არ ჩაგრავს და არც არავითარი ისეთი განცხადება არ გაკეთებულა, ჰგავს ალბათ, მართულ პროცესს იმიტომ, რომ სხვა საფუძველს ვერ ვხედავ”, –განაცხადა სოფო კილაძემ.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ხმაური იყო. ლგბტ თემის უფლებების დამცველებმა, რომლებიც სხდომაზე იმყოფებოდნენ, კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის გადადგომა მოითხოვეს.

უფლებადამცველები მიმართავდნენ სოფო კილაძეს  “საკმარისია თამადობა, აკეთოს საქმე ლგბტ თემის უფლებების დასაცავად”.

ხმაურის გამო კომიტეტის სხდომა დროებით შეჩერდა.

წყარო:marshalpress

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: