დადიანების სასახლეში კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება დააზიანეს

ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმის შესასვლელ ჭიშკართან კოლხური ქალ- ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება დააზიანეს და წააქციეს.

მუზეუმის დირექტორის ლილი ბერაიას ინფორმაციით, ადგილზე წერილიც იყო, რომელზეც მსგავსი წინაარსი იყო: „მე, როგორც მითხრეს, წერილიც იყო დატოვებული, რომ ეს წარმართული ძეგლია და აქ არ უნდა იყოს“.

ბერაია დამატებით დეტალებს არ ფლობს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ბრინჯაოს ქანდაკებას აღადგენენ, თუმცა, უცნობია, როდის.

შს სამინისტროში მომხდარზე გამოძიება 187-ე ნივთის დაზიანების ან გადანგურების მუხლით დაიწყო.

ჩადენილი დანაშული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

Facebook Comments

ახალი დადებული