მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნის“ტერიტორიაზე დაჭრილი ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

თბილისში მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრილი ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ორივე მათგანი მკურნალობას საავამდყოფოში განაგრძობს.

ერთ-ერთს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. 20 და 28 წლის კაცებს სხეულზე შემავალი და ნაკვეთი ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. ერთი გულმკერდის არეშია დაჭრილი, ხოლო მეორეს ჭრილობა მხარზე აქვს მიყენებული.

შემთხვევა გუშინ მოხდა. თვითმხილვლები ჰყვებიან, რომ დაჭრას ურთიერთშელაპარაკება უძღოდა წინ.

დამნაშავეთა დადგენისა და დაკავების მიზნით, აქტიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, დაიწყო, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Facebook Comments

ახალი დადებული