უცხოური მედია

პორნოგრაფიულ ვებგვერდზე კოლეგის ყალბი ფოტოების განთავსებისთვის 25 წლის კაცი დააკავეს

დავიდე ბუჩერი, 25 წლის ახალგაზრდა, რომელიც კომპანია M&G-სთვის საინვესტიციო მენეჯმენტში მუშაობდა დააპატიმრეს. ამის შესახებ BBC  წერს..

მიზეზი მისი კოლეგის ყალბი ფოტოების პორნოგრაფიული შინაარსის ვებგვერდზე განთავსება გახდა.

უესტმინსტერის სასამართლომ ბუჩერის 16 კვირით აღუკვეთა თავისუფლება. მსხვერპლისთვის კი £5,000-ის გადახდა დააკისრა.

კომპანია M&G-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ის ბუჩერის ქმედებას გმობს და მზად არის ყველა იმ ადამიანს გვერდში დაუდგეს, რომელზეც ბუჩერის ქცევამ დააზარალა.

Facebook Comments