ფრანკენშტეინის სასახლე რეალურად, ალქიმიკოს იოჰან კონრად დიპელის სახლი იყო

ფრანკენშტეინის ციხესიმაგრე მერი შელის გოთიკური რომანის, ფრანკენშტეინის შთაგონების წყაროს, ალქიმიკოს იოჰან კონრად დიპელის საცხოვრებელს წარმოადგენდა.

ფრანკენშტეინის სასახლე გორაზე მდებარე ციხესიმაგრეა, ოდენვალდის ქედის კლდეზე, ქალაქ დარმშტადტში . მიჩნეულია, რომ სწორედ ეს ციხესიმაგრე იყო მერი შელის შთაგონების წყარო, როდესაც 1818 წელს მან  თავისი გოთიკური რომანი „ფრანკენშტეინი“დაწერა.

სიტყვა ფრანკენშტეინი წარმოსდგება “ფრანკების ქვიდან“. ფრანკები გერმანული ტომი იყო, ხოლო “stein” გერმანულად “ქვას” ნიშნავს. აქედან გამომდინარე, ტერმინი “ფრანკენშტეინი” სინამდვილეში ამ რეგიონში მდებარე ციხესიმაგრის ჩვეულებრივი სახელწოდებაა.

იოჰან კონრად დიპელი ფრანკენშტეინის ციხესიმაგრეში 1673 წელს დაიბადა. ის იყო გერმანელი თეოლოგი, ალქიმიკოსი და ექიმი. დიპელმა შთამბეჭდავი წვლილი შეიტანა მეცნიერებაში რამდენიმე თავისი მიგნებით, მათ შორის,  საღებავის, ე.წ. „პრუსიული ლურჯი“-ს აღმოჩენით, რომელიც დღემდე გამოიყენება თანამედროვე ტექსტილის წარმოებაში.

მოარული ჭორები ამტკიცებდნენ, რომ დიპელი შემზარავ ექსპერიმენტებს ატარებდა გვამებზე, რომელსაც ის ადგილობრივი სასაფლაოებიდან იპარავდა. ადამიანის სულზე აკვიატებული იდეით, იგი „სულის გარდასახვაზე“ ექსპერიმენტების დოკუმენტირებას ახდენდა. დიპელი  ამტკიცებდა, რომ გამოიგონა „სიცოცხლის ელექსირი“ და დემონების განდევნის საშუალება წამლით, რომელიც ცხოველთა მოხარშული ძვლებისგან იყო დამზადებული.

ფრანკენშტეინის ციხესიმაგრე ამჟამად ნანგრევებშია, მხოლოდ ორი კოშკით, რესტორნით და სამლოცველოს ნათშით. ციხესიმაგრე საერთაშორისო ყურადღების ცენტრში  SYFY-ს სატელევიზიო შოუს – Ghost Hunters International-ის გასვლის შემდეგ 2008 წელს მოექცა, .

შოუს ყველაზე საინტერესო ნაწილია, როდესაც სამლოცველოდან გამომავალი ხმები ისმის.

The Ghost Hunters-ის გუნდმა ფრანკენშტეინის ციხესიმაგრე იმ რწმენით დატოვა, რომ გარკვეული პარანორმალური მოვლენები იქ მართლაც ხდება.

ერთ დროს შეშლილი მეცნიერის სახლი, ციხესიმაგრე ახლა თავის კარს ჰელოუინზე უხსნის მნახველებს. მამაცი მნახველები თავს იყრიან ციხესიმაგრის წინა კარიბჭესთან და შესვლის რიგს ნერვიულად ელოდებიან.

ციხესიმაგრე არასოდეს ყოფილა ფართომასშტაბიანი კომერციული მოზიდვის წყარო. ადგილობრივი ადამიანები იმ მთის ჯაჭვს, რომელზეც ის მდებარეობს, სპორტული აქტივობებისთვის იყენებენ- თხილამურებით სრიალი, მთამსვლელობა და მთის ველოსიპედები.

ციხესიმაგრე ხალხისთვის გვაინ ღამემდე ღიაა.

Facebook Comments

ახალი დადებული