ქართული ოცნება პოლიტიკური დებატებისთვის ემზადება

პოლიტიკური დებატებისთვის ემზადება ქართული ოცნება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს პარლამენტში კითხვებს ყოველწიური ანგარიშის მოსმენის შემდეგ დაუსვამენ, თუმცა უკვე ცნობილია, რომ გიორგი მარგველაშვილი კანონმდებლებისგან მწვავე შეკითხვებს უნდა ელოდოს. მათ შორის პრეზიდენტის სკანდალურ შეწყალებებთან დაკავშირებითაც.

უმრავლესობა ყურადღებას პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებასა და მანდატის გამოყენების სამართლებრივ საკითხებზეც გაამახვილებს. დებატებისთვის მზად არის ოპოზიციაც, ხელისუფლების ოპონენტების ადრესატი, პრეზიდენტი ნაკლებად იქნება. მათ მწვავე შეკითხვები მთავრობასთან ექნებათ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ტრადიციულად წლიური ანგარიში ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებს შეეხება. მთავარსარდლის გამოსვლის შემდეგ, პარლამენტში პოლიტიკური დებატები გაიმართება.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე დღეს ბოლო მოხსენებით წარდგება. გიორგი მარგველაშვილს პარლამენტში 12:00 საათზე ელოდებიან.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: