ერევანში ქუჩების ბლოკირება შეწყვიტეს და რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან

ერევანში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქუჩებისა და მაგისტრალების ბლოკირება შეწყვიტეს და ქალაქის ცენტრში, რესპუბლიკის მოედნისკენ გაემართნენ, სადაც საღამოს მიტინგი უნდა დაიწყოს.

ქუჩებისა და რკინიგზების გათავისუფლებისკენ ხალხს ოპოზიციონერმა ნიკოლ ფაშინიანმა მოუწოდა.

1 მაისს სომხეთის პარლამენტმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ნიკოლ ფაშინიანის პრემიერმინისტრობაზე უარი თქვა.

ამის შემდეგ ფაშინიანმა მომხრეებს მოუწოდა საყოველთაო გაფიცვა დაიწყონ, გადაკეტონ აეროპორტისკენ მიმავალი და სახელმწიფოთაშორისო გზები. ასევე დაბლოკონ მეტროპოლიტენი, სარკინიგზო მაგისტრალები და ქუჩები.

ამ დროისთვის გადაკეტილია საავტომობილო მაგისტრალები, მათ შორის ერევან-სევანის გზა და სომხეთი-საქართველოს მარშრუტის მონაკვეთი.

სომხეთში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერმინისტრი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან გადადგა. ამას წინ 11-დღიანი საპროტესტო აქციები უძღოდა, რომელშიც დემონსტრანტები სერჟ სარგსიანის ხელისუფლებიდან წასვლას მოითხოვდნენ.

Facebook Comments

ახალი დადებული