სოციალური ქსელები და მედია

სომხეთში აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და ირანის დამაკავშირებელი გზები გადაკეტეს

Nusagi

სომხეთში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და ირანის დამაკავშირებელი გზები გადაკეტეს.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

აქციის მონაწილეები ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ნიკოლ ფაშინიანის არჩევას ითხოვენ.  საქართველოსკენ მიმავალი გზა ქალაქ სევანის მხრიდან არის ბლოკირებული.

ირანისკენ მიმავალი კი, ქალაქ ვაიკთან, სადაც ადგილობრივებმა გზაზე სატვირთოები დააყენეს და ანტისამთავრობო ლოზუნგებს სკანდირებენ.

მოზარდები კი, გზის სავალ ნაწილზე ფეხბურთს და ფრენბურთს თამაშობენ, სამართალდამცველები სავალი ნაწილის გახსნის მიზნით ძალისმიერ ქმედებას არ მიმართავენ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,472 ნახვა
%d bloggers like this: