პოსტები სოციალური ქსელიდან

ჩარკვიანი-აი მე კი, სიამოვნებით ჩავერთვები თქვენს “აყირავებაში”

პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი, უმრავლესობის წევრის, გუგული მაღრაძის სურვილს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება, რომელიც მან ერთ-ერთ გადაცემაში გააჟღერა. მაღრაძე ამბობს, რომ სიამოვნებით ჩაერთვებოდა საკანონმდებლო რეგულაციებში, რომელიც ჭარბწონიანობის დონის შემცირებისკენ იქნებოდა მიმართული:

“თუ ხალხზე ზრუნავთ ჭარბწონიანობა კი არა, პენსია გაზარდეთ. ოჯახები არსებობენ საქართველოში, რომლებიც მხოლოდ პურით – ბურღულეულით არსებობენ და იკვებებიან გაჭირვებისგან. ხორცი, რა არის აღარ იციან. ამერიკას, სხვა რეგულიაციებში მიბაძეთ, მიბაძეთ კანონის უზენაესობაში, კორუფციასთან ბრძოლაში, ადამიანის უფლებების დაცვაში. პენსია გაზარდეთ, პენსია, ლამის მთელი საქართველო ბანკშია ჩაბარებული! რა დროს ეს არის? რა ცინიზმია, სად ცხოვრობთ? სხვა ქვეყანაში?კრეტინიზმს და ცინიზმს საზღვარი არ აქვს!

თქვენ სიამოვნებით ჩაერთვებით ჭარბწონიანობის რეგულიაციებში არაა? აი, მე კი, სიამოვნებით ჩავერთვები თქვენს “აყირავებაში”, თან რაც შეიძლება დროულად”, – წერს თაკო ჩარკვიანი.

Facebook Comments