პოსტები სოციალური ქსელიდან

ალბათ მხოლოდ ავლაბრის მაცხოვრებლებს არ გაუკვირდებათ ჩემი ისტორია

Nusagi

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებლის პოსტს აზიარებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,დღეს დილას სახლთან გაჩერებული მანქანა ესეთ მდგომარებაში დამხვდა. მოგლეჯილი და დაკაწრული ბამპერი, და ორივე ფარის ყელა სადენი გადაჭრილი. მოვიდა პატრული და გამოიძახეს საგამოძიებო სამსახურიც, შეიკრიბა მთელი სამეზობლოც.

ჩემდა გასაკვირად მოსახლების 90 % ამტკიცებდა რომ ეს ქუჩის ძაღლების ჩადენილი იყო. თავიდან ძალიან გავბრაზდი, ვიფიქრე ვინმეს აფარებდნენ ხელს, მერე უკვე იუმორში გადამეზარდა ბრაზი და ვცდილობდი წარმომედგინა როგორ შლიდნენ ვანდალი ძაღლები ჩემ მანქანას.

მაგრამ ჰოი საოცრებავ, ერთ-ერთ მეზობელს შვილმა გადმოუგზავნა დილით ადრე გადაღებული ფოტოები, თურმე ისე შეშინებია რომ თავის მანქანამდე ვერ მისულა და ტაქსით წასულა სამსახურში. ფოტოებში კი კარგად ჩანდა როგორ მხიარულად ღრღნიდა სამი ვეფხვივით ძაღლი ჩემს უწყინარ მანქანას.

როგორ გინდა სიცილი შეიკავო როდესაც ოქმს ავსებ და წერ რომ უპატრონო ძაღლებმა ვანდალურად დაგიზიანეს მანქანა. თანაც ყველაზე სასაცილო ისაა რომ ეს მეშვიდე შემთხვევა ყოფილა ჩვენს უბანში.

ახლაც ვზივარ და ვფიქროთ რა ნერვების მომშლელად, დაუჯერებლად მაგრამ სასაცილოდ დაიწყო ჩემი დღე…
დღეს დილას ძაღლებმა მანქანა შემიჭამეს”-წერს ფეისბუქ-მომხმარებელი  გიორგი ყარალაშვილი.

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,431 ნახვა
%d bloggers like this: