სოციალური ქსელები და მედია

ზაქარია ქუცნაშვილი-ბიძინა ივანიშვილი შაქარიას მეძახის მოფერებით

Nusagi

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, მას „ქართული ოცნების” დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობა აქვს და არა – ვასალისა და ბატონის დამოკიდებულება. როგორც ზაქარია ქუცნაშვილმა ტელეკომპანია „კავკასიის” ეთერში აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი მას მოფერებით შაქარიას ეძახის.

„მე ხშირად გამიკრიტიკებია ბატონი ბიძინა. გუშინდელ სხდომაზეც იყო შემთხვევა, როდესაც რაღაც საკითხები არ გავიზიარე. ისევე, როგორც მას გავუკრიტიკებივარ ხშირად.

შესაბამისად, ჩვენ გვაქვს მეგობრობაზე დაფუძნებული ურთიერთობა, რომელიც ეფუძნება სიმართლის თქმას პირში და არა იმას, რომ მოდი, ვთქვა, რაც მას ესიამოვნება, ან [ბიძინა ივანიშვილი] შაქარიას მეძახის მოფერებით და თქვას ის, რაც ტკბილი და სასიამოვნოა ჩემთვის”, – ამბობს ზაქარია ქუცნაშვილი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,437 ნახვა
%d bloggers like this: