საზოგადოება

მეტროსადგური „გურამიშვილი“ მიმდინარე კვირას გაიხსნება

Nusagi

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის, მამუკა კობახიძის თქმით, მეტროსადგური „გურამიშვილი“ მიმდინარე კვირას გაიხსნება. ამ ეტაპზე დასუფთავების პროცესი მიმდინარეობს.

„მეტროსადგურს ვასუფთავებთ და ამ კვირაში გაიხსნება. დასრულდა სამუშაოები, რომელიც აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო, როდესაც მგზავრებით არ არის დატვირთული. მაქსიმუმ 2-3 დღეში დასრულდება. რაც შეეხება სრულ რემონტს, ალბათ 3-4 თვეში დასრულდება. „ვარკეთილის“ ვესტიბულის და გვირაბის დასკვნა მოსულია. ასევე „ახმეტელის”. მიმდინარე კვირას ველოდებით „სამგორის“ პასუხს. შემოწმება დასრულებულია, კითხვები დააზუსტეს. „ავლაბრის“ პასუხი რამდენიმე კვირაში იქნება. ამ მეტროსადგურებში სარეაბილიტაციო სამუშაოები გაგრძელდება. თუ უზუსტობები იქნება, გამოსწორდება“, – განაცხადა კობახიძემ.

მერიამ მეტროსადგურების “გურამიშვილი”, “სამგორი”, “ავლაბარი” სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით მას შემდეგ შეაჩერა, რაც 30 იანვარს „ვარკეთილში“ ჭერი ჩამოინგრა და 14 ადამიანი დაშავდა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,543 ნახვა
%d bloggers like this: