საზოგადოება

ჯეკი ჩანმა თავისი ლესბოსელი შვილი სახლიდან გააგდო

Nusagi

ცნობილი ჰონკონგელი მსახიობის ქალიშვილმა, ჩანა ეტა ჩჟოლინმა განაცხადა, რომ მამამ სახლიდან გააგდო. გოგონამ თავისი ამბავი ვიდეოზე ჩაწერა და youetube-ზე გამოაქვეყნა.

მისი თქმით, ქუჩაში იმიტომ აღმოჩნდა, რომ კანადელ მოდელთან, ენდი ოტომთან რომანი ჰქონდა.

“ჩვენ მშობლების ჰომოფობიის გამო მთელი თვე იძულებულნი ვიყავით, ხიდის ქვეშ გვეცხოვრა,”,-ამბობს 18 წლის ჩჟოლინი და აღნიშნავს, რომ ყველა ნაცნობს მიმართა, თუმცა ვერავინ შეძლო დახმარება.

ჩჟოლინი ამბობს, რომ გოგონებმა პოლიციასაც მიმართეს, საავადმყოფოებსაც, ლგბტ ორგანიზაციებსაც, მაგრამ მათი პრობლემები ყველას “ფეხებზე ეკიდა”.

როგორც The Economic Times იუწყება, გოგონას დედამ ვიდეოს კომენტირებისას წყვილს ურჩია, სამუშაო მოძებნონ. თავის ქალიშვილს კი მიმართა, რომ  ” თავი დაანებოს  ვიდეოების გადაღებას და მამაზე საუბარს” ასევე, ნუ ექნება იმის იმედი, რომ მამამისი ცნობილი პიროვნებაა და ამით ყურადღებას მიიქცევს.

ეტა ჩჟოლინმა ქამინგ აუთი გასულ წელს გააკეთა, როდესაც საკუთარი ფოტო ცისარტყელას ფერების ფონზე გამოაქვეყნა და დააწერა: “თუ ვინმე ვერ მიხვდა, მე ლესბოსელი ვარ”.

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,692 ნახვა
%d bloggers like this: